დევი ტაბიძე: ქვეყანაში არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა – პრაქტიკულად, მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედი

ქვეყანაში არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა – პრაქტიკულად, მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედით. მე დიდი ხნის წინაც აღვნიშნე, რომ შტორმი, ძალიან მძიმე მონაცემები იქნებოდა“, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ტაბიძემ განაცხადა, საზეიმო დღეები ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას გაზრდის.

„რეალურად, საზეიმო დღეები კიდევ ერთი აქტივატორია იმის, რომ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა“,- განმარტავს ტაბიძე.

ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის დასასრულია.

„მე არ ვარ იმ მოსაზრების მომხრე, რომ „ომიკრონი“ იქნება კორონავირუსის დასასრული. ეს გამორიცხულია. მუტაცია არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს. მუტაციის პროცესს ვერ შევაჩერებთ. ახალი ვირუსების წარმოქმა მუდმივად იქნება“,- განმარტავს ტაბიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები