მეტეოროლიგიური პირობების გამო სტამბოლი-ბათუმის რეისი ვერ შესრულდა
ძლიერი ქარის გამო სტამბოლი-ბათუმის რეისი ვერ შესრულდა და თვითმფრინავი, რომელიც ბათუმის აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, ვერ დაეშვა. „თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავი ტრაბზონში გაფრინდა.
კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მოქალაქეები, რომლებიც იმავე თვითმფრინავით თურქეთში უნდა წასულიყვნენ, ამ დრომდე ბათუმის აეროპორტში იმყოფებიან.
მათი განცხადებით, კომპანია მოქალაქეებს რეისის გადაცვლას ან ტრაბზონიდან წასვლას სთავაზობს.