მელია: 2022 უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში შობის წირვას დაესწრო.

 

მისი თქმით,  2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი.

“საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და ძალიან მიხარია, რომ სწორედ სამეგრელოს გულიდან მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო შობის დღესასწაული მთელს საქართველოს. მიმაჩნია, რომ 2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი. ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ. რაც  უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, მინდა, ვუსურვო მთელს ქვეყანას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ბედნიერება, წარმატება, სიყვარული და უნარი თანაცხოვრებისა”, –  განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები