ყაზახეთში, რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა წევრი სახელმწიფოების სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ.
ანალოგიური განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტშიც.
როგორც აშშ-ის საგარეო უწყებაში ამბობენ, ვაშინგტონი ელოდება არგუმენტირებულ პასუხს, თუ რა საჭირო იყო ყაზახეთში სამშვიდობო კონტიგენტის გაგზავნა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან ყაზახეთში ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევას ან ყაზახეთის ინსტიტუტებზე თავდასხმებს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთი მალე გადაწყვეტს პრობლემებს, რომლებიც ფუნდამენტურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. როგორც ყაზახეთის მთავრობისა და ხალხის პარტნიორი, აშშ კვლავ მზადაა, ყაზახ ხალხსა და ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა განაგრძოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.