საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლინეს

მარსელში ექიმებმა კამერუნიდან დაბრუნებულ მოგზაურებში კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლინეს, რომელსაც დროებით B.1.640.2 უწოდეს.

ფრანგი ექსპერტები კორონავირუსის ახალი ვარიანტის 46 მუტაციაზე საუბრობენ.

ამავდროულად, უცნობია ახლადაღმოჩენილი შტამის საფრთხის ან ინფექციურობის დონე.

როგორც მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (IHU) კვლევაშია აღნიშნული, მარსელის 12 მაცხოვრებელში, „კორონავირუსულმა“ ტესტებმა მუტაციების „ატიპიური კომბინაცია“ აჩვენა.

ამასთანავე, 3 იანვარს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსით შესაძლოა, ნახევარი მილიონი ადამიანი ინფიცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები