Reuters: რუსეთმა იდლიბის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა, დაიღუპნენ ბავშვები

რუსულმა ბომბდამშენებმა ქალაქ იდლიბთან დასახლება ჯისრ ალ შუქური დაბომბეს, რის შედეგად 2 ბავშვი და 1 ქალი დაიღუპა, 10-ზე მეტი პირი დაიჭრა.

გარდა ამისა, მომხდარის შედეგად რამდენიმე დასახლებული პუნქტი და წყლის სატუმბი სადგური მწყობრიდან არის გამოსული.

Reuters -ის ინფორმაციით, ამჟამად, ქალაქს წყალი არ მიეწოდება.

განადგურებულია მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმები.

მომხდარი გაერო-ს ოფიციალურმა პირმა დაადასტურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები