ლაშა ხუციშვილი: 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,7% შეადგინა და მნიშვნელოვანია, რომ არსებითი გაუმჯობესება ფიქსირდება ყველა მიმართულებით

“11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,7% შეადგინა და მნიშვნელოვანია, რომ არსებითი გაუმჯობესება ფიქსირდება ყველა მიმართულებით”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ნოემბრისა და 11 თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შეფასებისას.

მისი თქმით, ნოემბერში ექსპორტის ზრდა 40%-ს აღემატება.

„მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12%-ით, ხოლო 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10,7%. ნოემბერში ექსპორტის ზრდა 40%-ს აღემატება. ზოგადად, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტურიზმის სექტორი, ასევე, ფულადი გადმორიცხვები, საგადასახადო შემოსავლები. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევისა პანდემიის მიმართულებით, გვაქვს ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები ეკონომიკის აღდგენის კუთხით.

მიმდინარე წელს არა მხოლოდ სრულად მოხდა კომპენსირება გასული წლის ეკონომიკური კლების, არამედ 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 3,2 პროცენტით არის გაზრდილი. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არსებითად შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, საბიუჯეტო დეფიციტი და შემცირდა საგარეო ვალის მოცულობა ეკონომიკასთან მიმართებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები