საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა.
პრეზიდენტის მიერ საახალწლოდ შეწყალებულთაგან ცხრა მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ერთ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი. კიდევ ოთხი მსჯავრდებული შეწყალებულია სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება.
შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა.