დავით მათიკაშვილი: ყოველგვარი ბრალდება ლონდა თოლორაიასთან მიმართებაში მონაჭორია
“სინამდვილეში, ყოველგვარი ბრალდება ქალბატონ ლონდასთან მიმართებაში მონაჭორია და ოპოზიციის მცდელობა, ასე ვთქვათ, სასურველი დესტრუქცია სინამდვილედ გაასაღონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკის” ეთერში სახელმწიფოს ინსპექტორზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
„სინამდვილეში, ყოველგვარი ბრალდება ქალბატონ ლონდასთან მიმართებაში მონაჭორია და ოპოზიციის მცდელობა, ასე ვთქვათ, სასურველი დესტრუქცია სინამდვილედ გაასაღონ, რადგან არანაირი მსგავსი რამ არ ხდება. მეტიც, გეტყვით, რომ საგამოძიებო ფუნქციას ბევრი მუხლი ემატება, რომელიც ამ სამსახურის ფუნქციებს ზრდის და იქ დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ექნება გარანტიები, როდესაც ახალი სამსახურის შემადგენლობის შესაბამისი ფორმირება მოხდება, პრიორიტეტი მათ მიეცეთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.