სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.