ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ შალვა პაპუაშვილი გააძლიერებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს

„დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში შალვა პაპუაშვილი გააძლიერებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს და იქნება ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის განათლება და სამუშაო გამოცდილება გააცნო და შალვა პაპუაშვილს საპარლამენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „თამამად შეიძლება საუბარი იმაზე, რომ კახა კუჭავა იყო ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიცრთულ დროს გამორჩეულად, სწორად უძღვებოდა პარლამენტის მუშაობას.

მოხარული ვარ, რომ ბევრი საქებარი სიტყვა და მადლობის სიტყვა მოვისმინეთ არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდანაც. მახსოვს მისი არჩევის დროს არა მარტო აგრესიული, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი კახა კუჭავას მიმართ და დღეს, ეს განცხადებები ჩაანაცვლა მადლობის სიტყვებმა.

მოგიწოდებთ, რომ კარგად დააკვირდეთ მინიმუმ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შალვა პაპუაშვილის საქმიანობას პარლამენტის თავმჯომარის პოსტზე და მადლობის სიტყვები მას უთხრათ ხოლმე საქმიანობის პროცესში და არ შემოინახოთ სამომავლოდ. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ის ბევრ მადლობის სიტყვას დაიმსახურებს, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდანაც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები