შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანობა – ეს არის მთავარი მიდგომა, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ახასიათებდეს”
„თუკი თქვენი სურვილი არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყოს თქვენი თავმჯდომარეც – გამოხატეთ ეს თქვენი სურვილით და გახადეთ პარლამენტის თავმჯდომარე თქვენი სურვილითაც თქვენს თავმჯდომარედ. დააფიქსირეთ თქვენი ნება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ – საქმით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ რამენაირად შერჩევითი დამოკიდებულება იქნება.
„სამართლიანობა – ეს არის მთავარი მიდგომა, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ახასიათებდეს, ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, რეგლამენტი კანონმდებლობა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეს არის ჩვენი თამაშის წესები, რომელშიც ყველა უნდა მოვექცეთ და ამ კუთხით უნდა ვითანამშრომლოთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.