ირაკლი კობახიძე – სააკაშვილზე: ჭირვეულობს, მაგრამ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ნაწილში
“მიხეილ სააკაშვილს უნდა უკეთეს მდგომარეობაში იყოს, ვიდრე – სხვა პატიმრები. ჭირვეულობს ეს ადამიანი, მაგრამ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ნაწილში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონი ყველასთვის ერთია.
„მიხეილ სააკაშვილს უნდა უკეთეს მდგომარეობაში იყოს, ვიდრე – სხვა პატიმრები. ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა. ეს ასე არ უნდა იყოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს სახელმწიფოსგან ერთი და იგივე მოპყრობა უნდა ჰქონდეს, არავინ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული. როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა, რომ ე.წ. რეფიდინგი დასრულდა 2 კვირის წინ და პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც არ ეკუთვნის ყოფნა, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას. სახელმწიფოს მიდგომა დაეფუძნება თანასწორობის პრინციპს. ჭირვეულობს ეს ადამიანი, მაგრამ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ნაწილში“, – აცხადებს კობახიძე.