ზაალ ანჯაფარიძე: ნაადრევად შეჰპარვია ქ-ნ სალომეს ამნეზია და, ეტყობა, დაავიწყდა, ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს “ნაცმოძრაობის” და სააკაშვილის ნოტარიუსად გადაქცეული პარლამენტი რას წარმოადგენდა

ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე  სალომე სამადაშვილის სიტყვით გამოსვლას დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე,  სადაც თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს, ეხმიანება.

„დღეს სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ასეთი დაკნინებული ეს პარლამენტი 30 წლის მანძილზე არ ყოფილა და ძალიან მტკივნეული საყურებელია ეს ყველაფერიო. ეიჯიზმში არ ჩამომართვათ, მაგრამ ნაადრევად შეჰპარვია ქ-ნ სალომეს ამნეზია და, ეტყობა, დაავიწყდა, ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს “ნაცმოძრაობისა” და სააკაშვილის ნოტარიუსად გადაქცეული პარლამენტი რას წარმოადგენდა. კონსტიტუციის ჯგუფური გაუპატიურება, დრაკონული კანონების მიღება, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე და უამრავი სხვა საძაგლობა. აი, ეს იყო სწორედ ძალიან მტკივნეული საყურებელი და შედეგიც მოგიტანათ – ხელისუფლებიდან გასტუმრება”, – წერს Facebook- ზე ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები