ედიშერ გვენეტაძე: ბატონმა შალვამ თავის სიტყვაში უპირობოდ განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტია ქვეყნის ინტერესები და ის იქნება ყველას თავმჯდომარე, როგორც პოზიციის ისე ოპოზიციის

“არჩეული იქნა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომლის გზავნილებია: პრინციპულობა, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, სამოქალაქო მშვიდობა, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანება!”, – ასე გამოეხმაურა ედიშერ გვენეტაძე შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას.

„მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა დღეს! არჩეული იქნა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომლის გზავნილებია: პრინციპულობა, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, სამოქალაქო მშვიდობა, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანება! ბ-ნმა შალვამ თავის სიტყვაში უპირობოდ განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტია ქვეყნის ინტერესები და ის იქნება ყველას თავმჯდომარე, როგორც პოზიციის ისე ოპოზიციის! წარმატებები საქართველოს სახელმწიფოს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ და პანდემიით მოცულ მსოფლიოში!“, – წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები