ირაკლი კობახიძე: კახა კუჭავა ძალიან რთულ დროს გამორჩეულად სწორად უძღვებოდა პარლამენტის მუშაობას

“კახა კუჭავა იყო პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, რომელიც ძალიან რთულ დროს გამორჩეულად სწორად უძღვებოდა პარლამენტის მუშაობას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ასევე, კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბევრ მადლობას დაიმსახურებს.

„მეც შევუერთდები მადლობას კახა კუჭავას მიმართ, მასთან ჩვენს გუნდს და მე პირადად, ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და მე პირადად სუბიექტური ვარ მის მიმართ, მაგრამ ალბათ თამამად შეიძლება საუბარი იმაზე, რომ კახა კუჭავა იყო პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, რომელიც ძალიან რთულ დროს გამორჩეულად სწორად უძღვებოდა პარლამენტის მუშაობას. მოხარული ვარ, რომ ბევრი საქებარი სიტყვა და მადლობა მოვისმინე არა მხოლოდ უმრავლესობის მხრიდან, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. მახსოვს, მისი არჩევის დროს, მის მიმართ არა მხოლოდ აგრესიული, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადება. დღეს ეს განცხადებები ჩაანაცვლა მადლობის სიტყვებმა. მე მოგიწოდებთ, რომ კარგად დააკვირდეთ მომდევნო 3 წლის განმავლობაში შალვა პაპუაშვილის საქმიანობას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე და მადლობის სიტყვები მას უთხრათ ხოლმე საქმიანობის პროცესში და არ შემოვინახოთ სამომავლოდ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ის ბევრ მადლობის სიტყვას დაიმსახურებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები