არმაზ ახვლედიანი: საქართველოს სიმართლე დღეს იმას მოითხოვს, რომ გადავდოთ პარტიული ინტერესი, როცა ის ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესს

ფრაქცია „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს, შალვა პაპუაშვილს მიმართა კითხვით, რას აპირებს ის სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლების დასაცავად.

„რას აპირებთ, გააკეთოთ იმისთვის, რომ სუს-მა ვერ მოახერხოს, გადაიბიროს სახელმწიფო ინსპექტორის ის თანამშრომლები, რომლებიც ლონდა თოლორაიასთან დგანან ახლა ამ მტკიცე პოზიციაზე? მე გეკითხებით თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რამდენიმე წუთში, რას აპირებთ ამის გასაკეთებლად. თუ ამას გააკეთებთ, თუ ასე მოიქცევით, მაშინ თქვენ იქნებით პარლამენტის თავმჯდომარე, ყველა სხვა შემთხვევაში იქნებით პარტიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში და მეტი არაფერი.

მე ამას თქვენ არ გისურვებთ, მაპატიეთ ამ ტონისთვის, მაგრამ იმ ზღვარზე ვართ, იმ ვითარებაში ვართ, როცა დავარცხნილი საუბარი არ გამოდის. არც ჩემი და არც თქვენი სიმართლე არ გვინდა აქ, გვინდა საქართველოს სიმართლე და მისი სიმართლე დღეს იმას მოითხოვს, რომ გადავდოთ პარტიული ინტერესი, როცა ის ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესს. სხვა ინტერესი არ უნდა გვქონდეს არავის”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები