სოზარ სუბარი: სააკაშვილის უფლებები არის ასი პროცენტით დაცული

“მიხეილ სააკაშვილის უფლებები არის ასი პროცენტით დაცული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმარი ექსპრეზიდენტის უფლებებს საფრთხე არ ემუქრება.

მიხეილ სააკაშვილის უფლებები არის ასი პროცენტით დაცული, არაფერი მის უფლებებს არ ემუქრება. ერთადერთი, რაზეც კითხვები უნდა იყოს, ისაა, რომ ეს ადამიანი მართლაც განსხვავებულ პირობებში იმყოფება იმ ათასობით პატიმრისგან, რომლებიც არიან საქართველოს ციხეებში, და ათიათასობით პატიმრისგან, რომლებიც შეიძლება, იყვნენ უკრაინის ციხეებში, სადაც ნამდვილად არ არის იგივე პირობები, რა პირობებშიც სააკაშვილია. უკრაინულ მხარესთან ბუნებრივია, ჩვენც გაქვს კითხვები, მაგალითად, რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც დაიწყეს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები