შალვა პაპუაშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისა და გამოცხადებული ნდობისთვის

“პირველ რიგში, ყოვლისა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისა და გამოცხადებული ნდობისთვის”, – ასე მიმართა პარლამენტის არჩეულმა თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისა და ნდობის გამოცხადებისთვის.

როგორც პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტის თავჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და გუნდის წინაშე.

,,ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო.’’
შალვა პაპუაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა კახა კუჭავას პოლიტიკურად ურთულეს დროს ღირსეული საქმიანობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები