ფარავნის უღელტეხილზე ტრაილერების მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ95-კმ104 (ფარავანის უღელტეხილი), ამინდის გაუმჯობესების გამო, შეიცვალა ტრაილერების მოძრაობის რეჟიმი.
ნაცვლად 10:00- 18:00 საათებისა, ტრაილერების მოძრაობა თავისუფალია 08:00-20:00 პერიოდში.
ამასთან, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.