დევი ტაბიძე – “ომიკრონზე”: ძალიან გადამდებია და შედეგებიც არასახარბიელო იქნება

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ კორონავირუსის ახალი შტამის – “ომიკრონის” საფრთხეებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული შტამი მარტივად გადამდებია, შესაბამისად, შედეგებიც არასახარბიელოა მოსალოდნელი.

„რასაც მე ხაზი გავუსვი, რომ იქნება შტორმი, ეს შტორმი აუცილებლად იქნება და რაოდენობა ძალიან გაიზრდება იმიტომ, რომ ძალიან გადამდებია, ძალიან მარტივად გადადის და შედეგებიც იქნება არასახარბიელო“, – აღნიშნა ტაბიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები