“საქართველოს ხელისუფლებას ნათლად ესმის, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მათთვის დაკარგულია, ერთ დღეს ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებენ” – ბიბილოვი

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან “საქართველო აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სტატუსს”.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე წნელისთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა.

ბიბილოვმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა მოგვარდება არა სამხედრო მეთოდებით, არამედ პოლიტიკური საშუალებებით.

„საქართველო არსად არ გაქრება, ის ყოველთვის იქნება ჩვენი მეზობელი. დარწმუნებული ვარ, ოდესმე ის აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. საქართველოს ხელისუფლებას ნათლად ესმის, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მათთვის დაკარგულია, ისინი არასოდეს ყოფილან საქართველოს შემადგენლობაში. ის, რომ ეს რესპუბლიკები საქართველოს შემადგენლობაში შედიოდნენ,  დიდ ისტორიულ გაუგებრობად მიმაჩნია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები