რატი ბრეგაძე – მიხეილ სააკაშვილი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი, მოხდის სასჯელს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში
მიხეილ სააკაშვილი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი, მოხდის სასჯელს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესების მიხედვით – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, „მიხეილ სააკაშვილს 6 წელი აქვს მისჯილი, მან სასჯელი გორის ჰოსპიტალში უნდა მოიხადოს?” „სასჯელი უნდა იყოს მოხდილი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
როდესაც მსჯავრდებულს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ხდება მისი გაყვანა შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში და ის არის გაყვანილი დროებით და როგორც უკვე მოგახსენეთ, არსებობს შესაბამისი ფორმა 100.
ჩვენ, გუშინდელი ფაქტიდან გამომდინარე, რაზეც უკვე ვისაუბრე, იყო გარკვეული წნევის ცვალებადობა, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და როდესაც გავესაუბრებით შესაბამისი სამედიცინო პერსონალს, ბატონი სააკაშვილი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი, მოხდის სასჯელს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესების მიხედვით. მისი ყველა უფლება იქნება რა თქმა უნდა დაცული”- აცხადებს რატი ბრეგაძე.