ომში დაღუპული სამხედროების ოჯახები 1000 -ლარიან დახმარებას მიიღებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 1000- ლარიანი დახმარება გამოიყოფა იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ოჯახის წევრები საერთაშორისო ოპერაციებში დაკარგეს. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები, რომლებმაც თავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაცვას შესწირეს, 2015 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიური დახმარების სახით 1000 ლარს აიღებენ.
„უნდა აღვნიშნო, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურისა და ასევე მოქალაქის ოჯახს, რომელიც იბრძოდა საკუთარი ქვეყნისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა, 500-ლარიანი ყოველთვიური დახმარება დაენიშნათ, რომელიც 1 იანვრიდან 1000 ლარამდე გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები