აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრში დროებით დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – გიორგი ჟღენტი პირადად დაესწრო.
ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც სრული კარდიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილებისთვის მსგავსი აქციები აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.