„გასტრონომიის განვითარება გასტროტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს და ის არის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება, რისთვისაც საქართველოში ტურისტები ჩამოდიან” – მაია ომიაძე

“ვფიქრობ, რომ მათი კარიერისთვის ეს ძალიან წარმატებული და პოზიტიური იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ, ქართველი დამწყები მზარეულების მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სკოლაში გადამზადებაზე საუბრისას განაცხადა.

„გასტრონომიის განვითარება გასტროტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება, რისთვისაც საქართველოში ტურისტები ჩამოდიან. ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული პროექტი იქნება, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, – აღნიშნა მაია ომიაძემ.

ცნობისთვის, 10 ქართველი დამწყები მზარეულისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კულინარიული სკოლის კარი გაიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები