პაატა იმნაძე: „ომიკრონით“ ინფიცირებულ არცერთ ადამიანში ვირუსი მძიმედ არ მიმდინარეობს, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა აცრილია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში დადასტურებული „ომიკრონის“ არცერთ შემთხვევაში, დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს.
„ყველა პაციენტი საზღვარგარეთაა ნამყოფი ან მათი ახლო კონტაქტია. აბსოლუტური უმრავლესობა არის ორჯერ აცრილი. ზოგს ბუსტერიც აქვს გაკეთებული. მიუხედავად ამისა, ისინი აღმოჩნდნენ “ომიკრონის” შემომტანებიც და გამავრცელებლებიც. აქ გამოჩნდა ვაქცინაციის სიკეთე – არცერთ ამ ადამიანში დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს“, – აღნიშნავს პაატა იმნაძე.