როგორია ეპიდვითარება რეგიონებში – 25 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა – 155, იმერეთი – 309, ქვემო ქართლი – 93, შიდა ქართლი – 115, გურია – 74, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150, კახეთი -131, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 216 საიდანაც:
• 5 157 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 138, აჭარაში – 528, იმერეთში – 995.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 276 პირი, მათ შორის, თბილისში – 560, აჭარაში – 127, იმერეთში – 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი,  მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 36, იმერეთში – 37.
• 977 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 611 – თბილისში, 240- აჭარაში.
• 25 082 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 39, ხოლო აჭარაში – 1.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 410 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები