ირაკლი ღარიბაშვილი: შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს

შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაშია ნათქვამი.

“ქრისტიანული სამყაროსთვის შობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც მშვიდობის, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით.

გილოცავთ, ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ ყველას!”,- წერს პრემიერი მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები