“მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა”, – ამის შესახებ პარლამენტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.
“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად პოლიტსაბჭოში. მომავალ წელს გაიგებთ, თუ სად გავაგრძელებ საქმიანობას. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. ბევრი ახალი პროექტი წამოვიწყეთ და დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ჩემი მეგობარია, ყველაფერს გაართმევს თავს”, – განაცხადა კახა კუჭავამ, რომელმაც ირაკლი კობახიძეს პერსონალური მადლობა გადაუხადა.