დღეიდან 8 იანვრის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დღეიდან 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.

საღამოს საათებში გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე – დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით.

ღონისძიებები გაიმართება შემდეგი განრიგით: 24 დეკემბერი – მესტია, ტყიბული, თელავი; 25 დეკემბერი – ოზურგეთი, ნინოწმინდა, ხარაგაული, ქარელი, დუშეთი; 26 დეკემბერი – მარნეული, ჩხოროწყუ, თერჯოლა, გურჯაანი; 27 დეკემბერი – საჩხერე, ხაშური, ახალქალაქი, ქობულეთი; 28 დეკემბერი – აბაშა, სამტრედია, ლაგოდეხი, თეთრიწყარო; 29 დეკემბერი – ასპინძა, ხელვაჩაური, კასპი, ამბროლაური, ჭიათურა; 30 დეკემბერი – ქუთაისი, დედოფლისწყარო, გარდაბანი, თიანეთი; 31 დეკემბერი – ზუგდიდი, ბორჯომი, ცაგერი; პირველი იანვარი – ბაღდათი; 2 იანვარი – წალკა, ახმეტა, ქედა, ონი, ყაზბეგი, წყალტუბო; 3 იანვარი – სენაკი, ვანი; 4 იანვარი – ხონი, რუსთავი, შუახევი, ადიგენი, ყვარელი; 5 იანვარი – ზესტაფონი, ხობი, დმანისი, წნორი, სიღნაღი; 6 იანვარი – მარტვილი, ხულო, ბოლნისი, 7 იანვარი – ლენტეხი, ფოთი, წალენჯიხა, საგარეჯო, ახალციხე, მცხეთა, გორი; 13 იანვარი-ლანჩხუთი, ჩოხატაური.

ამასთან, როგორც პრემიერმინისტრის პრესსამსახურში აღნიშნავენ, ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდრეგულაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები