ინალ არძინბა: რუსეთისთვის მნიშვნელოვანია აფხაზეთში სტაბილური შიდაპოლიტიკური ვითარება

“რუსეთისთვის, როგორც აფხაზეთის მოკავშირისა და სტრატეგიულ პარტნიორისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილური შიდაპოლიტიკური ვითარება რესპუბლიკაში”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ სოჭში 7 დეკემბერს რუსეთის პირველ დიპლომატთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის კომენტირებისას.

მან ხაზი გაუსვა, რომ “აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯი, საგარეო პოლიტიკური კონტაქტების გაფართოება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების განხორციელების დადებითი კურსი პირდაპირ დამოკიდებულია რესპუბლიკის შიდა პოლიტიკურ სტაბილურობაზე”.

ლავროვთან შეხვედრის კომენტირებისას მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ “აფხაზეთსა და რუსეთის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას მოახდენს”.

გარდა ამისა, არძინბას თქმით, განიხილეს რუსული მხარის დახმარების გაწევის შესაძლებლობა ინფორმაციის გავრცელებაში ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნული ინტერესების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები