მეუფე იოანე: თუ არ ხდება დანაშაულის აღიარება და შენდობის თხოვნა და სურვილი, რომ შეცვალოს თავისი ქმედება, შერიგება არ მოხდება

თუ არ ხდება დანაშაულის აღიარება და შენდობის თხოვნა და სურვილი, რომ შეცვალოს თავისი ქმედება, შერიგება არ მოხდება, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეკლესია პოლიტიკაში არ ერევა.

„არის ჩადენილი სისტემური დანაშაული, ერთჯერადი და ერთი ადამიანის მიერ კი არა, სისტემის მიერ და ამ სისტემის სათავეში ცხადია იდგა პრეზიდენტი. სულ ხუთნი იყვნენ, ვინც მართავდა, მაგრამ მათში მთავარი იყო სააკაშვილი. მათთან შერიგება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ სისტემას გააკრიტიკებენ და თვითონ იტყვიან, რომ არ იყო სწორი. ეს ძალადობრივი, ავტოკრატული რეჟიმი დემოკრატიასთან არაფერ კავშირში არ არის“, – განაცხადა მეუფე იოანემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები