ზურაბ ჯაფარიძე: არსებული კრიზისის დაძლევის შანსს ვერ ვხედავ ვერანაირი მოლაპარაკებით

“ამ ქვეყნის უახლოესი წარსულის გააზრებაც ძალიან მნიშვნელოვანია და ერის კონსოლიდაციაც, მაგრამ არსებული კრიზისის დაძლევის შანსს ვერ ვხედავ ვერანაირი მოლაპარაკებით”, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალ მოლაპარაკებებზე საუბარს აზრი არ აქვს.

“ამ ქვეყნის უახლოესი წარსულის გააზრებაც ძალიან მნიშვნელოვანია და ერის კონსოლიდაციაც, მაგრამ არსებული კრიზისის დაძლევის სხვა შანსს ვერ ვხედავ ვერანაირი მოლაპარაკებით. მანამ, სანამ “ქართულ ოცნებას” არ აქვს შესრულებული ის რაზეც სულ რაღაც 8 თვის წინ შეთანხმდა მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მანამდე ახალ მოლაპარაკებაზე საუბარი, უბრალოდ, სისულელე და უტვინობა მგონია ნებისმიერის მხრიდან”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები