ვერტყვიჭალაში უბედური შემთხვევის ადგილას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული მივიდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილსა და ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან ერთად, ვერტყვიჭალაში დროებითი სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქციის ჩამონგრევის ადგილზე იმყოფება. ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე ყველა სახის ღონისძიება უკვე დასრულებულია.

“სოფელ ვერტყვიჭალაში, დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ათი თანამშრომელი დაშავდა. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთის მოქალაქეები.

დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურისა და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე, არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

შემთხვევის ადგილზე მთელი დღე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოფელ ვერტყვიჭალაში სამშენებლო კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 6 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები