ხატია დეკანოიძე: პროტესტის გამო მოშიმშილე ადამიანებზე ქილიკი დიდი ამორალურობაა​

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ხატია დეკანოიძის თქმით, შიმშილობით გამოხატულ პროტესტში მონაწილე ადამიანებზე ქილიკი დიდი ამორალურობაა​.

“რას საუბრობენ უმრავლესობის წარმომადგენლები, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ყველას შევახსენებ და განსაკუთრებით მათ, რომ პროტესტის ამ ფორმაში მონაწილე ადამიანებზე ქილიკი არის განსაკუთრებით დიდი ამორალურობა. მათ ეს თავგანწირვა ვერ და არ ექნებათ, რადგან მხოლოდ იმაზე არიან კონცენტრირებული რას იფიქრებს ერთი ადამიანი”, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები