“ყველა სფეროს ესაჭიროება სისტემატიზაცია, მთავარია, საზოგადოებაზე იყოს მორგებული ესა თუ ის გადაწყვეტილება” – ზურაბ ქადაგიძე

ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტო მგზავრობის ახალ სისტემას ეხმაურება.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემა მთლიანად იცვლება. შემოდის ვადიანი ულიმიტო სისტემა და მეტრო ავტობუსთან ინტეგრირდება მიკროავტობუსიც. მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი, 1-კვირიანი – 20 ლარი, 1-თვიანი – 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი,1-წლიანი ბარათები – 250 ლარი ეღირება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონემენტო ულიმიტო სისტემა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ შეძლებენ მგზავრობას თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები. 20 თეთრად მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული დაწესებულების სტუდენტები, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მანდატურები და სხვა;

10 თეთრად მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 70 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები. P.S. ყველა სფეროს ესაჭიროება სისტემატიზაცია. მთავარია საზოგადოებაზე იყოს მორგებული ესა, თუ ის გადაწყვეტილება“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინფორმაციისთვის, 22 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სისტემა იცვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები