ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელი: „ომიკრონის“ შტამის გამოჩენის შემდეგ, ბავშვები განსაკუთრებით საყურადღებოები არიან

ციციშვილის კლინიკის დირექტორის მაია ციციშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში ამჟამად 90 არასრულწლოვანი მკურნალობს, მათგან ორი ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„ორ კვირაზე მეტია, ორი ჩვილი მართვით სუნთქვაზეა. მათი მდგომარეობა მძიმე რჩება. ასევე, რეანიმაციაში მკურნალობენ პაციენტები, რომელთაც სხვადასხვა თანმხლები დაავადება აქვთ. „ომიკრონის“ შტამის გამოჩენის შემდეგ, ბავშვები განსაკუთრებით საყურადღებოები არიან. ვიცით, რომ ორი შემთხვევაა დადასტურებული და არსებობს მათი კონტაქტები. უნდა მოველოდეთ, რომ, 2-3 კვირაში, ჩვენთანაც იქნება მეტი შემთხვევა“, – აცხადებს ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები