სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ და მოსახლეობას აფრთხილებენ

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით აფრთხილებენ.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელი ყინვის და ნალექის გამო შესაძლოა, გზებზე პრობლემები შეიქმნას.

“დღეს და ხვალ საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. 23-26 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები