“ცუდად ვარ ხალხო” – პოლიციამ გაუჩინარებული გერლიანი სურამის ტყეში იპოვა

 

სამართალდამცველებმა გაუჩინარებული ეკონომიკის ექსპერტი რამაზ გერლიანი იპოვეს.

ის პოლიციელებმა ქალაქგარეთ დღეს გამთენიისას ნახეს.

გერლიანი რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

“სურამში და ძირითადად, სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი. მივეცი განმარტება და მანამდეც დავწერე – პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება, ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ჩემი ნებით ვიყავი წასული.

მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტივით დაკითხვა და ა.შ. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი იყო სიკვდილთან შეხვედრა, პოლიციამ მომისწრო და ვერ მოვახერხე. ცუდად ვარ ხალხო,” – განაცხადა გერლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ექსპერტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გამოიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებულია მისი მობილური ტელეფონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები