მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონიდან გამომდინარე 23 დეკემბრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება

“კობის მონაკვეთზე არსებული მდგომარეობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, გვსურს გაცნობოთ შემდეგი: აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 23 დეკემბრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იქნება აკრძალული,” – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ზვავსაშიშროების საფრთხის მოხსნისთანავე, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში განახლდება. ამავე საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, უახლესი ინფორმაციის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები