არჩილ თალაკვაძე: ჯემალ ჭკუასელის მოღვაწეობა არის სამშობლოს სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი
ჯემალ ჭკუასელმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის კულტურის შენარჩუნების და ახალი თაობისთვის მისი გადაცემის საქმეში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ჯემალ ჭკუასელის მოღვაწეობა არის სამშობლოს სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი. რა თქმა უნდა, ყველა დამწუხრებულები ვართ, რომ ჩვენს საზოგადოებას ასეთი დიდი დანაკლისი აქვს“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ცნობილი ლოტბარი, ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჭკუასელს დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ.