ილია მეორე: ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, „ერისიონმა“, “სუხიშვილებსა“ და „რუსთავთან“ ერთად, მსოფლიო დიდება მოუტანა ქართულ ხელოვნებას – ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მისი თქმით, ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, „ერისიონმა“, ,,სუხიშვილებსა“ და „რუსთავთან“ ერთად, მსოფლიო დიდება მოუტანა ქართულ ხელოვნებას.

“ჩვენთვის ფრიად სამწუხაროა, რომ არაერთი გამორჩეული პიროვნება გამოგვაკლდა წელს და მარადიულობის წევრი გახდა.

ამჟამადაც, დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს.

მისი ხელმძღვანელობით, ანსამბლმა  „ერისიონმა“, ,,სუხიშვილებსა“ და „რუსთავთან“ ერთად, მსოფლიო დიდება მოუტანა ქართულ ხელოვნებას, ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ აზროვნებას და ჩვენს მომავალ თაობასაც ამ მხრივ განვითარების სწორი ორიენტირი განუსაზღვრა.

ღმერთმა აცხონოს ბატონი ჯემალის უკვდავი სული და უფლის სავანეში დაამკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ანსამბლ „ერისიონს“ კი, –  მისი ლეგენდარული ხელმძღვანელის სახელის კიდევ უფრო წარმოჩენა”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები