თემურ ალასანია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვაზე იყო დაბარებული, სასამართლოში არ გამოცხადდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია, რომელსაც გამოძიების კითხვებისთვის მაგისტრი მოსამართლის წინაშე უნდა ეპასუხა, თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდა.

პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ალასანია საქართველოში არ იმყოფება.

მისივე თქმით, საქმე ეხება ფულის შესაძლო გათეთრების ფაქტს.

“საქმე ეხება 2012 წლამდე, ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებისა და იმდროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ, ერთ-ერთი ბიზნესმენისგან მილიონი დოლარის მოტყუებით დაუფლების და ამ თანხის შესაძლო გათეთრების ფაქტს. სწორედ ამ საქმეზე იყო დაბარებული თეიმურაზ ალასანია გამოკითხვაზე 20 დეკემბერს, თუმცა, მან ამაზე უარი განაცხადა. ჩვენ კი სასამართლოს ამის შემდეგ მაგისტრი სასამართლოს შუამდგომლობით, მის დაკითხვაზე მივმართეთ, რომელი შუამდგომლობაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე კი, სადაც ის მოწმის სახით უნდა გამოკითხულიყო, არ გამოცხადდა სასამართლო დარბაზში. ფაქტია, რომ დღეის მოცემულობით არ არის საქართველოში. თუმცა, ბუნებრივია, ბევრი კითხვა არსებობს თეიმურაზ ალასანიასთან”, – აცხადებს პროკურორი სადრაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები