„ცოდვის საზღაური“ – მორის როსტიაშვილის რომანის წარდგენა გაიმართება

17 დეკემბერს, 18 საათზე, საქართველოს მწერლის სახლში საქართველოს მწერალთა კავშირი  მორის როსტიაშვილის წიგნის წარდგენას მართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ქართველმა მკითხველმა კიდევ ერთი საინტერესო წიგნი მიიღო – მორის როსტიაშვილის ახალი რომანი „ცოდვის საზღაური“, სადაც ახალგაზრდა ავტორი ჩვენი რეალობის ასახვით ცდილობს, დაგვანახოს ჩვენ გარშემო არსებული შეუსაბამობა, უსამართლობა, წინააღმდეგობრივი ურთიერთობები და ტრაგედიის შედეგად შეცვლილ რეალობასთან შეგუების ტრაგიზმი. ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მორის როსტიაშვილის შემოქმედებას, რომელიც გამსჭვალულია ჩვენ გარშემო არსებული პრობლემების მიმოხილვით და მათთან ბრძოლის გზების ძიებებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები