რომან გოცირიძე: პრეზიდენტის საახალწლო მიღება არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა

“ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა, თუ შეიძლება ასე ითქვას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ფორმატი საქმიანი იქნება, “ნაციონალური მოძრაობა” მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედ მაშინ დაჯდება.

“ესაა წვეულება, რომელსაც ატარებს პრეზიდენტი ახალ წელს, საშობაოდ, სააღდგომოდ და კიდევ რაღაც დღესასწაულთან დაკავშირებით, იმ შენობაში, რომელსაც ბოქლომი ადევს და მილიონობით ფული იხარჯება მის შენახვაზე, დაცვაზე, გათბობაზე და ა.შ. ეს არის შენობა, რომელიც დაიცალა ბიძინა ივანიშვილის ახირების გამო და წელიწადში ერთხელ ასეთი ალაფურშეტი იმართება იქ. როცა საქმიანი შეხვედრა იქნება პრეზიდენტთან, “ნაციონალური მოძრაობა” დაჯდება მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ჯერ საქმიანი ფორმატი და შემდეგ საახალწლო ტაშ-ფანდური”, – განაცხადა გოცირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები