ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი გადაიდო

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების: მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გადაიდო.

სხდომის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. როგორც პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განმარტა, რეპლიკისთვის დრო სჭირდებათ.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დათანხმა დაცვის მხარე.

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ განმარტა, იმ შემთხვევაში, თუკი სხდომას რამდენიმე დღით გადადებს, განაჩენის გამოცხადება სადღესასწაულო დღეებს დაემთხვევა. რეპლიკების ეტაპით სხდომა 11 იანვარს, 11:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები