დავით ნარმანია საკუთარ მოადგილეებს 2 აგვისტოს დაასახელებს
თბილისის მერი დავით ნარმანია საკუთარ მოადგილეებს 2 აგვისტოს დაასახელებს. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მერის მოადგილეები კვალიფიციური ადამიანები იქნებიან. “მათ კარგად იციან, როგორც უნდა მოაგვარონ პრობლემები და კარგად იციან ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა, მისი ცალკეული მიმართულებები და ქალაქის და ჩვენი ქვეყნის ერთგული ადამიანები არიან. ჩემი მოადგილეების ვინაობა 2 აგვისტოს გახდება ცნობილი, მაშინ, როდესაც მერიაში შევალთ და დავიწყებთ მუშაობას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.