დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თემატური მოკვლევის ფარგლებში მოსმენებს განაგრძობს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლისა და არსებული მდგომარეობის შეფასების, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ახორციელებს თემატურ მოკვლევას თემაზე: „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები”.

პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელსაც ეკა სეფაშვილი უძღვებოდა, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების,, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ასევე, სსიპ „აწარმოე საქართველოში”, სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და ბიზნესომბუდსმენის აპარატიდს, წარმომადგენლებს მოუსმინეს.

სხდომა ჰუბრიდულ რეჟიმში წარიმართა. მოწვეულმა, დაინტერესებული მხარეებმა საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები დააფიქსირეს და თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების მიერ დასმულ კითხვებზე უპასუხეს. კომიტეტი მოსმენილ მოსაზრებებს და რეკომენდაციებს შეაჯამებს, რაც მოკვლევის საბოლოო ანგარიშში აისახება.

„საჯარო სექტორის წარმომადგენლებისგან გაჟღერდა ძალიან საინტერესო მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო იმისთვის, რომ წაახალისოს საგარეო ვაჭრობის შედეგად გაჩენილი შესაძლებლობების მაქსიმალური ათვისება და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სახელმწიფო, რომელიც ცდილობს მაქსიმალირად დაეხმაროს ბიზნესს საექსპორტო პოტენციალის გნვითარებაში და რეალიზაციაში იმ პოტენციალისა, რომელიც გაჩენილია ამ ხელშეკრულებების შედეგად”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ხატია წილოსანი, ირაკლი ზარქუა, ლევან ქარუმიძე, ლევან მგალობლიშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ხათუნა სამნიძე, ფრიდონ ინჯია, ალექსანდრე რაქვიაშვილი. საკომიტეტო თემატური მოკვლევა საპარლამენტო ზედამხედველობის ახალ, მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას მოკვლევის პროცესში. შესაბამისად, მოკვლევის ტექნიკური პირობები დაეგზავნა 35 ორგანიზაციას, მათ შორის საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, საკონსულტაციო/ანალიტიკურ კომპანიებს, უმაღლეს სასწავლებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს/პროგრამებს. თემატური მოკვლევა კონრად ადენაუერის ფონდის (Konrad Adenauer Foundation) მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები