გიორგი ვოლსკი: ნატო-საქართველო – თანამშრომლობა უსაფრთხოებისთვის, ეს არის მთავარი ლოზუნგი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ
“ვცდილობთ, ისეთი რესურსი შევქმნათ ნატო-სთან ურთიერთობის, რომელიც ჩვენ ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„გაპრიმიტიულება მიდის რეალურად იმ ურთიერთობის, რაც ჩვენ გაგვაჩნია ნატო-სთან. ყველა საშუალებას, რომ ნატო აქეთ არ წამოვიდეს, [„ნაცმოძრაობა“] უშველებელ ხელშეწყობას უკეთებს.
ახლა ჩვენ ვცდილობთ, ისეთი რესურსი შევქმნათ ნატო-სთან ურთიერთობის, რომელიც ჩვენ ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
სიტუაცია ასეთია: ნატო-საქართველო – თანამშრომლობა უსაფრთხოებისთვის, ეს არის მთავარი ლოზუნგი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.